პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნეს პროცესების სხვადასხვა ასპექტში.
საგრანტო პროგრამა მიმართულია ინოვაციური, მდგრადი და ეფექტიანი ციფრული გადაწყვეტილებების შექმნისკენ, რომლებიც დააკმაყოფილებს SME-ის სპეციფიკურ საჭიროებებს და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მიმღებია SME, რომელსაც ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად უნდა ჰყავდეს პარტნიორი ორგანიზაცია. პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული 11 SME დაფინანსდება 25,000 ლარით.
საგრანტო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერსებულ პირს განაცხადის გაკეთება შეუძლია კონკურსის გამოცხადების მომენტიდან, შესაბამის ვადებში, პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.